воскресенье, 4 июня 2017 г.

დღე მეცხრე

ტრენინგის ბოლო დღე, რომელიც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. ტრენინგმა, პროექტებით სწავლება , მასწავლა თუ როგორ შევქმნა გეგმა, დავსახო მიზნები, გავანაწილო დავალებები ისე, რომ ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო  იყოს, ჩეკლისტების რუბრიკების შედგენა, რომელიც თითოეული მოსწავლის თუ ჯგუფის შეფასებაში დამეხმარება; ვისწავლე საკუთარ ბლოგში როგორ ავტვირთო პრეზენტაცია, პორტფოლიო; ჩავინიშნეთ საინტერესო ვებგვერდები, საძიებელი ველები, რომელიც სკოლაში სხვადასხვა საქმიანობაში დამეხმარება.
ყველაზე მთვარი კი პროექტის დაგეგმვა და მისი განხორციელების გზებია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ვეცდები მიღებული ცოდნა მალევე განვახორციელო, რათა ტრენინგზე ნასწავლი ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას უფრო აამაღლებს.  

ჩემი პროექტის პორტფოლიო

суббота, 3 июня 2017 г.

დღე VIII

დღეს განვიხილეთ ჩემს მიერ შესრულებული პროექტის გეგმა. მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან, გაურკვეველი საკითხების დაზუსტება: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, სასწავლო პროცედურები.
ჯგუფური მუშაობისას შევქმენით ფასილიტაციის პრეზენტაცია და მოვახდინეთ ნამუშევრის პრეზენტაცია მთლიან ჯგუფში, რის შემდეგაც ტრენერმა მოახდინა ნამუშევრის შეფასება. მიღებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ პროექტზე მუშაობის დროს.
ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წყვილებში მუშაობა, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის/ჯგუფის პრეზენტაცია, მოვახდინეთ ურთიერთ შეფასება.
  ტრენინგზე მიღებულ რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებ პროექტზე მუშაობის დროს.

суббота, 27 мая 2017 г.

დღე VII

მეშვიდე დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. გავაგრძელეთ შეფასების კრიტერიუმების განხილვა: შევქმენით კრიტერიუმები და ინდიკატორების რუბრიკა, კოლაბორაციული შეფასების დოკუმენტი. ვიმუშავეთ და განვიხილეთ შეფასების დოკუმენტების ბიბლიოთეკა.
გავიხსენეთ გაკვეთილის მართვის პროგრამაში ტესტის შექმნა და მოსწავლესთვის გადაგზავნა-მუშაობა. პრაქტიკულად განვახორციელეთ ტესტზე მუშაობა: შევქმენით ქვიზი და ვიმუშავეთ მოსწავლის ბუკში. მოვახდინეთ მისი შეფასება.
დღევანდელი დღის ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პროექტზე მუშაობის დროს, ჯგუფების შეფასების დროს, ტესტებზე მუშაობისას.

пятница, 26 мая 2017 г.

დღე VI

დღეს შევისწავლეთ თუ როგორ უნდა აგვეტვირთა ბლოგზე ჩემი პორტფოლიო, მოვახდინეთ მისი პრაქტიკულად განხორციელება და ავტვირთეთ პრეზენტაცია. ჩემ მეწყვილესთან მოვახდინე ბლოგში მისი პრეზენტაციის კომენტარის გაკეთება; ვნახეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმა; მოვახდინეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების განხილვა და მოსწავლის როლში შევადგინეთ პრეზენტაციის შედგენის ჩეკლისტი.
     მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის განხორციელების დროს.

პრეზენტაცია

воскресенье, 21 мая 2017 г.

დღე მეხუთე


    დღეს დავამთავრეთ მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა. ვიმუშავეთ მოსწავლეებში როგორ დავნერგოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროცედურებში გავწერე ზმნები, რომლებიც განავითარებს მათში მაღალ სააზროვნო უნარებს.
    პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ვასწავლი თუ როგორ დაიცვან საავტორო სამართებლივი და ეთიკური უფლებები.
    მუშაობის დროს მოსწავლეებთნ ერთად ინტერნეტ თნამშრომლობით გამოვიყენებთ სასწავლო რესურსებს.