воскресенье, 4 июня 2017 г.

დღე მეცხრე

ტრენინგის ბოლო დღე, რომელიც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. ტრენინგმა, პროექტებით სწავლება , მასწავლა თუ როგორ შევქმნა გეგმა, დავსახო მიზნები, გავანაწილო დავალებები ისე, რომ ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო  იყოს, ჩეკლისტების რუბრიკების შედგენა, რომელიც თითოეული მოსწავლის თუ ჯგუფის შეფასებაში დამეხმარება; ვისწავლე საკუთარ ბლოგში როგორ ავტვირთო პრეზენტაცია, პორტფოლიო; ჩავინიშნეთ საინტერესო ვებგვერდები, საძიებელი ველები, რომელიც სკოლაში სხვადასხვა საქმიანობაში დამეხმარება.
ყველაზე მთვარი კი პროექტის დაგეგმვა და მისი განხორციელების გზებია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ვეცდები მიღებული ცოდნა მალევე განვახორციელო, რათა ტრენინგზე ნასწავლი ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას უფრო აამაღლებს.  

ჩემი პროექტის პორტფოლიო

суббота, 3 июня 2017 г.

დღე VIII

დღეს განვიხილეთ ჩემს მიერ შესრულებული პროექტის გეგმა. მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან, გაურკვეველი საკითხების დაზუსტება: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, სასწავლო პროცედურები.
ჯგუფური მუშაობისას შევქმენით ფასილიტაციის პრეზენტაცია და მოვახდინეთ ნამუშევრის პრეზენტაცია მთლიან ჯგუფში, რის შემდეგაც ტრენერმა მოახდინა ნამუშევრის შეფასება. მიღებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ პროექტზე მუშაობის დროს.
ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წყვილებში მუშაობა, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის/ჯგუფის პრეზენტაცია, მოვახდინეთ ურთიერთ შეფასება.
  ტრენინგზე მიღებულ რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებ პროექტზე მუშაობის დროს.