суббота, 20 мая 2017 г.

დღე მეოთხე

ტრენინგის მეოთხე დღეს განხილულ იქნა კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესი. გავწერეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩემი პროექტისთვის გათვალისწინებული დროში გაწერილი შეფასების გეგმა და მისი სტრატეგიები; შევისწავლეთ მოსწავლეებისათვის დავალებების განაწილება ბლუმის/გარდნერის თეორიების მიხედვით.
      დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა, როგორ შევაფასო მოსწავლის ნამუშევარი, ჯგუფის მუშაობა, როგორ გავანაწილო პროექტში გათვალისწინებული აქტივობები ბავშვებში და აქტივობების განხორციელების დროს როგორ განუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები. ვიმუშავეთ შეფასების ბიბლიოთეკაში, რომელიც დამეხამარება პროექტის მუშაობის დროს.

Комментариев нет:

Отправить комментарий